თავში

შაქარაშვილის საქმის სასამართლო პროცესი გადაიდო

შაქარაშვილის საქმის სასამართლო პროცესი გადაიდო
შაქარაშვილის საქმის სასამართლო პროცესი გადაიდო

გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი  15 სექტემბრამდე გადაიდო.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების ჩამონათვალი წარმოადგინეს. 

ბრალდების მხარემ, წარმოადგინა სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეომასალა და ასევე მოწმეების ჩვენებები.

ადვოკატები მოთხოვნაა, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე რამდენიმე პირის ჩვენება მოსამართლემ დაუშვებლად ცნოს, რადგან მათი შეფასებით, ამ მოწმეებს რამდენჯერმე აქვთ ჩვენება შეცვლილი.

მომავალ სხდომაზე, მხარეები წარმოადგენენ შუამდგომლობებს აღნიშნული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. 

ბრალდების მხარე ითხოვს, საქმეს არ დაერთოს ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების ნაწილი, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩვენებები საქმესთან შემხებლობაში არ არის. 

შუამდგომლობების დაყენების შემდეგ, მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაეცეს თუ არა საქმე არსებით განხილვას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system