თავში

შალვა ნათელაშვილის შვილი ხელწერილით გაათავისუფლეს

შალვა ნათელაშვილის შვილი ხელწერილით გაათავისუფლეს
შალვა ნათელაშვილის შვილი ხელწერილით გაათავისუფლეს

შალვა ნათელაშვილის შვილი და მოძრაობა "გაბედეს" წევრი ბექა ნათელაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს. ის დღეს მცხეთის მერიასთან დააკავეს, სადაც "გაბედეს' სხვა წევრებთან ერთად აქციას მართავდა. ბექა ნათალეშვილი აცხადებს, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების პროვოცირებული იყო.

"ხელწერილის საფუძველზე გაგვათავისუფლეს, გვითხრეს, რომ პოლიციელებმა ვერ დაასაბუთეს თქვენი წინააღმდეგობაო. ვვარაუდობდით, რომ დაგვხვდებოდნენ, მაგრამ ასე პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე თუ წამოვიდოდნენ, ვერ ვიფიქრებდით. ჩვენს არცერთ წარმომადგენელს ხელი არ გაუნძრევია, ყველა მათგანი იცავდა თავს. ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ფეხებით შედგნენ ჩვენს წარმომადგენლებს და ყველას ეტყობა ფიზიკური დაზიანება,"- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

პოლიციამ დღეს მოძრაობა "გაბედეს" 4 წევრი და "ქართული ოცნების" 3 მხარდამჭერი დააკავა. ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system