თავში

,,შეცდომაშია შეყვანილი" - ქართველი ექსპერტი უკრაინელ კოლეგას პასუხობს

,,შეცდომაშია შეყვანილი" - ქართველი ექსპერტი უკრაინელ კოლეგას პასუხობს
,,შეცდომაშია შეყვანილი - ქართველი ექსპერტი უკრაინელ კოლეგას პასუხობს

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის შეფასებით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინელი ექსპერტის გალინა კარმუშინას დასკვნებს, რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. 

როგორც ალექსანდრე გეჯაძემ Report.ge - ს განუცხადა, უკრაინელი ექსპერტი შეცდომაშია შეყვანილი.

,,ეს არის ერთის მხრივ, ექსპერტის შეცდომაში შეყვანა, რამეთუ, არ გადაუთარგმნეს ბოლომდე ის მომენტები, რაც იყო სათარგმნი და მეორე მხრივ, ტენდენციურობა, რომელიც გამოხატა ამ ექსპერტმა. შეცდომაში ვინ შეიყვანა არ ვიცი, რეალობასთან არანაირი შეხება არ ჰქონია", - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ცნობისთვის, უკრაინელი სასამართლო ექსპერტი გალინა კარმუშინა აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი აღმოჩენიდან 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს 84 საათის განმავლობაში შეუნარჩუნდეს.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system