თავში

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია "ფორმულას" სასამართლოში უჩივის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია "ფორმულას" სასამართლოში უჩივის
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია ფორმულას სასამართლოში უჩივის

"შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს", - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ნაჩვენები იყო, რომ სახელმწიფო ნომრებით მოძრავი მანქანა "შკოდა" სექსმუშაკს და სუტინიორს დანიშნულების ადგილამდე აცილებს. 

უწყების განმარტებია სიუჟეტში დასახელებული პიროვნება გადაცემაში ნახსენებ დროს არ იმყოფებოდა მათ მიერ დასახელებულ ადგილას და არ გადაადგილდებოდა კადრებში ნაჩვენები სახელმწიფო ნომრიანი ავტომობილით.

"ტელეკომპანიის და კონკრეტულად სიუჟეტის ავტორის მიერ კვლავ განმეორდა სიცრუის გავრცელება მტკიცებით ფორმაში, თითქოს პოლიციელები კანონს არღვევენ და პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ. დღევანდელ სიუჟეტში მათ კვლავ გაიმეორეს კადრები, სადაც აპელირებენ თეთრი ფერის, "შკოდას" მარკის ავტომობილის გადაადგილებაზე, თუმცა ვერც წინა შემთხვევებში და ვერც დღეს ტელეკომპანიამ მაყურებელს პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა", - აცხადებენ შსს-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system