თავში

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მომხდარს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 23 მარტს, აფრიკის დასახლებაში სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. 

,,გამოძიების დაწყებიდან მალევე, სამართალდამცველების მიერ მოხდა გარდაცვლილის ვინაობის დადგენა, გარდაცვლილი აღმოჩნდა 2006 წელს დაბადებული არასრულწლოვანი - ს.ც. გამომდინარე აქედან, გამოძიებაში სპეციალიზირებული გამომძიებლები ჩაერთნენ და საქმეზე გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ განაგრძო.

საქმეს მონიტორინგს უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია გარდაცვლილი არასრულწლოვნის ტანსაცმელი, კერძოდ შემთხვევის ადგილიდან მისი ფეხსაცმელები, ხოლო მიმდებარე კორპუსის სახურავიდან არასრულწლოვანის კუთვნილი ჩანთა.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ნივთები. გამოიკითხა ოცამდე მოწმე, მათ შორის გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრები, თანატოლები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. არასრულწლოვანთა გამოკითხვების პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

მომხდარის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით გრძელდება საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system