თავში

შშმ პირის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა შეეფარდა

შშმ პირის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა შეეფარდა
შშმ პირის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა შეეფარდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, უმწეო მდგომარეობაში მკვლელობისთვის დაკავებულ ვიტალი გრივვას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გამოიტანეს. 

ვიტალი გრივვას ადვოკატმა, სულხან კომახიძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე თვლის, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება, ვერდიქტი გააუქმოს და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა დანიშნოს. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

ბრალდების ინფორმაციით, მოკლულ გურამ იორდანიშვილს განგრენის განვითარების გამო, 2018 წელს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, რის შემდეგაც, ის ალკოჰოლს სისტემატურად იღებდა ბრალდებულთან ერთად. მკვლელობის დღეს ბრალდებულსა და მოკლულს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რასაც იორდანიშვილის მკვლელობა მოჰყვა.

გურამ იორდანიშვილი ფონიჭალაში 2019 წლის 4 თებერვალს მოკლეს. მას სახისა და გულ-მკერდის არეში 25 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სამართალდამცავებმა მისი მკვლელობის ბრალდებით ვიტალი გრივვა დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას უმწო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system