თავში

,,სირცხვილიას" 2 აქტივისტის სასამართლო პროცესი ხვალამდე გადაიდო

,,სირცხვილიას" 2 აქტივისტის სასამართლო პროცესი ხვალამდე გადაიდო
,,სირცხვილიას 2 აქტივისტის სასამართლო პროცესი ხვალამდე გადაიდო

პარლამენტის წინ, აქციაზე დაკავებული მოძრაობა "სირცხვილიას" ორი აქტივისტის პროცესი გადაიდო. ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე გაათავისუფლეს, მათი საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11 ნოემბერს, 15:00საათზე გაგრძელდება.

მოძრაობა ,,სირცხვილიას" აქტივისტ ლექსო მაჭავარიანს კი 1000- ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 

ცნობისთვის, გუშინ, მოძრაობა "სირცხვილიას" "დაუმორჩილებლობის" აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ,,სირცხვილიას" სამი აქტივისტი: ნოდარ რუხაძე, გიორგი მჟავანაძე და ლექსო მაჭავარიანი. ისინი ტერიტორიაზე შეშის შეტანას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system