თავში

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას აანონსებს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას გამართავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეონა თამაზაშვილი წერს. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედის ინფორმაციით, აქცია ხვალ, 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, ორთაჭალაში, პროკურატურის შენობასთან გაიმართება.

,,ხვალ, დღის სამი საათისთვის ორთაჭალის პროკურატურასთან გაიმართება აქცია. ვისი კეთილი ნება და სურვილი იქნება შემოგვიერთდით სამართლიანობისთვის ბრძოლაში. წინასწარ დიდი მადლობა", - წერს თეონა თამაზაშვილი ,,ფეისბუქის" პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

პროკურატურამ 17 დეკემბერს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. 

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system