თავში

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი დაუმძიმდათ

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი დაუმძიმდათ
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი დაუმძიმდათ

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ხუთ პირს ბრალი წარედგინათ. ინფორმაციას ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყების ცნობით, დაკავებულთაგან 2 პირს: 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-სა და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ და ბრალი სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

3 პირს კი: 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს, 1982 წელს დაბადებული პ.ყ.-სა და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ.-ს ბრალი სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინათ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, 19 დეკემბერს გვიან ღამით დაჭრეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system