თავში

პროკურორი: კალანდიას საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს

პროკურორი: კალანდიას საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს
პროკურორი: კალანდიას საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს

„ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მხრიდან იქნება მიღებული ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარის განცხადებები სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები კი ადასტურებს ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს არა აქვს საფუძველი აღნიშნული მტკიცებულებების არგაზიარების. ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ და დღესაც ვაცხადებთ, რომ გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების პროცესში თუ გამოიკვეთება რომელიმე პირის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ნებისმიერი პირის მიმართ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, კალანდიას ადვოკატს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. 

,,თუ ბინძურმა პოლიტიკურმა გავლენებმა არ მოახდინეს სასამართლოზე გავლენა, დღეს, მიხეილ კალანდიას განაჩენი უნდა იყოს გამამართლებელი, - განაცხადა ზურაბ თოდუამ. 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system