თავში

,,თუ ეს საკითხი დროულად არ გაირკვევა, შესაბამის ზომებს მივმართავთ"- ,,ზეგ"-ის იურისტი

,,თუ ეს საკითხი დროულად არ გაირკვევა, შესაბამის ზომებს მივმართავთ"- ,,ზეგ"-ის იურისტი
,,თუ ეს საკითხი დროულად არ გაირკვევა, შესაბამის ზომებს მივმართავთ- ,,ზეგ-ის იურისტი

კომპანია "ზეგ"-ის იურისტი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერების დროულად გახსნას ითხოვს. როგორც ქეთი მირიანაშვილი აცხადებს, პროცესის გაჭიანურება და ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობს, კომპანიის რეპუტაციას ზიანს აყენებს. 

,,კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და ნებისმიერ კითხვას პასუხს ვცემთ. ხელჩასაჭიდი არაფერია, ვინაიდან კომპიუტერი ჯერ გახსნილი არ არის. კითხვის ნიშნები ჩვენს კომპანიას ზიანს აყენებს რეპუტაციის თვალსაზრისით. თუ ეს საკითხი დროულად არ გაირკვევა, შესაბამის ზომებს მივმართავთ," - აცხადებს კომპანია "ზეგ"-ის იურისტი.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აშშ-ის ფედერალური ბიუროდან ექსპერტების მოწვევას მოითხოვს, რათა გარდაცვლილის პირადი კომპიუტერის გახსნა მოხერხდეს. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილმა, კომპანია ,,ზეგ"-ი, რომელშიც მუშაობდა, გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system