თავში

უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო - მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექთნის დედა

უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო - მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე
უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო - მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექთნის დედა

გარდაცვლილი ექთნის, ბეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექთნის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სავარაუდოდ, ცრუ ჩვენების მიცემა დაავალეს.

თეა გზირიშვილის დედის თქმით, მისი შვილი სხვა მიმართულებით მუშაობდა და იმუნიზაციის პროცესში მოულოდნელად ჩართეს.

"შეიძლება,უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო, თორემ ჩემმა შვილმა ნემსი გაუკეთა ნორმალურად, ხელები დაიბანა. ექიმის გასინჯული ექთანი შემოვიდა და აცრა გაუკეთა. თვითონაც გაიკეთა. შეცდომა არ დაუშვია ჩემს შვილს. ალბათ, უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო და იმანაც თქვა. რაშია ჩემი შვილი დამნაშავე, უფროსები არიან დამნაშავეები, ჩემი შვილი პროცედურის ექთანი იყო ბავშვთაში და რა უფლება ჰქონდათ, კიდევ სადმე დაენიშნათ? მოემზადებინათ სხვა ექთანი, ტრეინინგები, თუ რა სიკვდილია, ჩაეტარებინათ და გაეშვათ ის. ჩემი შვილი რამდენი წელია მუშაობს, იცის ნემსის გაკეთება და ყველაფერი, რატო შეტენეს ჩემს შვილს?", - აცხადებს მაყვალა გზირიშვილი. 

პროკურატურის ცნობით, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ახალციხის "კლინიკა იმედის" თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ.

შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system