თავში

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დღესვე გათავისუფლდებიან

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დღესვე გათავისუფლდებიან
ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დღესვე გათავისუფლდებიან

"ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა აღნიშნული ვადა დღეს იწურება, შესაბამისად, ბრალდებულები დღესვე გათავისუფლდებიან გლდანის ციხიდან. 

განაჩენი მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ვახო სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებული იყო სამი პირი.

სამივე მათგანს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლითწარუდგინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system