თავში

ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავეს

ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავეს
ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის 2 პირი დააკავეს

პოლიციამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 2 მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

,,სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1991 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შპს „მედიაჰოლდინგი კვირას“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიმალნენ. პოლიციამ რ.ა. და გ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულების სახით დააკავა, - აცხადებენ სამინისტროში.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ცნობისთვის, 15 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მედიაჰოლდინგ ,,კვირას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system