თავში

ზვიად კუპრავას სასამართლომ 600 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა

ზვიად კუპრავას სასამართლომ 600 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა
ზვიად კუპრავას სასამართლომ 600 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა

ზვიად კუპრავას სასამართლომ 600 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. ასეთივე სასჯელი განესაზღვრა, მასთან ერთად დაკავებულ ლაშა ცუცქირიძესთან. 

ბრალდებულები დამნაშავეებად მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ცნეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდება კი მოსამართლის გადაწყვეტილებით მოიხსნა. 

ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დღეს დააკავეს, როდესაც მათ პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარეს. ამ ფორმით მათ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system