თავში

ზვიადაური ჩემს სახლში იყოს პატიმრობაში - ქუცნაშვილის შეთავაზება სასამართლოს

ზვიადაური ჩემს სახლში იყოს პატიმრობაში - ქუცნაშვილის შეთავაზება
ზვიადაური ჩემს სახლში იყოს პატიმრობაში - ქუცნაშვილის შეთავაზება სასამართლოს

ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგება, სასამართლოს შესთავაზა, ბრალდებული ციხის ნაცვლად პატიმრობაში მის სახლში მოათავსონ.

"მე შემიძლია შემოვთავაზო სასამართლოს ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც ზვიადაური იცხოვრებს. მთელს სახლს დავუთმობთ. თუ უფლებას მოგვცემთ, ზურას მეუღლეს იქ მივიყვანთ. თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველ სართულზე და თუ გავალ ჩავკეტავ და თუ მივალ გავაღებ. სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს. სისტემას არ დააწვება ახალი პატიმრის ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი.

ნამყოფია ჩემს სახლში ბევრჯერ. თუ რამეს დააშავებს მე ვიქნები პასუხისმგებელი. ამაზე მკაცრი უზრუნველყოფის ზომა არ არსებობს. რასაც პროკურატურა ითხოვს, იმასვე ვითხოვ მე, ოღონდ ჩემს სახლში იყოს დაპატიმრებული. ეს სახლი მდებარეობს თბილისში, საირმის გორაზე", - განაცხადა ქუცნაშვილმა სასამართლოზე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ოლიმპიურ ჩემპიონსა და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.

შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანადალში მომხდარი მკვლელობისთვის ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური დააკავეს.

ცნობისთვის, თელავის რაიონში 3 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. სამივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system