თავში

ამის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს - გიორგი პაპიაშვილი სააკაშვილის პირად ექიმს

ამის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს - გიორგი პაპიაშვილი სააკაშვილის
ამის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს - გიორგი პაპიაშვილი სააკაშვილის პირად ექიმს

მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ბატონი ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი გიორგი პაპიაშვილი Facebook-ზე წერს.

"ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში. ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის,"წერს გიორგი პაპიაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა გუშინ განაცხადა, რომ კარგი იქნება მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გადავადდეს და თავისუფლად იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტას 19 ნოემბერს დათანხმდა.

რეანომობილი, რომლითაც 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებიდან გაიყვანეს, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში 19 ნოემბერს, გვიან ღამით შევიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system