თავში

არჩევნები არ უნდა გადაიდოს, ეს "ქართულ ოცნებას" აწყობს - ქემოკლიძე

არჩევნები არ უნდა გადაიდოს, ეს "ქართულ ოცნებას" აწყობს - ქემოკლიძე
არჩევნები არ უნდა გადაიდოს, ეს ქართულ ოცნებას აწყობს - ქემოკლიძე

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ არჩევნები არ უნდა გადაიდოს.

მისი თქმით, არჩევნების გადადება ყველაზე მეტად "ქართულ ოცნებას" აწყობს.

"სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა სწორი მენეჯმენტით, თანმიმდევრულობით ეს პრობლემები დაარეგულიროს. უსაფრთხოების სრული დაცვით არჩევნები უნდა ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადებში და ჩარჩოებში. ჩემი აზრით, არ უნდა გადაიდოს, მეტიც, თუკი ვინმეს აწყობს ეს უპირველესყოვლისა, ესაა "ქართული ოცნება", - განაცხადა ქემოკლიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გუშინ განაცხადა, რომ როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, უნდა დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის განცხადებას დღეს პოლიტიკოსთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

პოლიტიკოსთა ნაწილი, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციებს ელოდება.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2354 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 60 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5200 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system