თავში

არჩილ თალაკვაძე: მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით არგუმენტებს გავცვლით

​არჩილ თალაკვაძე: მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით არგუმენტებ
არჩილ თალაკვაძე: მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით არგუმენტებს გავცვლით

მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ იმართება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკებების სივრცეში შესვლამდე განაცხადა, რომ მხარეები მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით მოსაზრებებსა და არგუმენტებს გაცვლიან.

„წინა პოლიტიკური კონსულტაციების დროს იყო გაჟღერებული მოსაზრება მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ, რომელიც არსებული შერეული სისტემის ფარგლებში განიხილება. ეს არ მოდის წინააღმდეგობაში არსებულ კონსტიტუციასთან. დღეს ჩვენი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა ამას, რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით და თუ რა შეთანხმება შეიძლება იყოს მიღწეული.როგორ გაგრძელდება მომავალში დიალოგი, ამას უკვე ვნახავთ შეხვედრის შემდეგ. წინასწარ კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან მეორე მხარეს არის ოპოზიცია, სხვადასხვა საპარლამენტო, არასაპარალამენტო პოლიტიკური პარტიები და შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს თითოეული პოლიტიკური პარტია. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და ამ არგუმენტებს გავაცნობთ მხარეებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system