თავში

არჩილ თალაკვაძე უმრავლესობას დახურულ კარს მიღმა ხვდება

არჩილ თალაკვაძე უმრავლესობას დახურულ კარს მიღმა ხვდება
არჩილ თალაკვაძე უმრავლესობას დახურულ კარს მიღმა ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დახურულ კარს მიღმა ხვდება. 

report.ge-ს კორესპონდენტის ცნობით, შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, თალაკვაძე მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებს ხვდება. დღესვე შესაძლოა პარლამენტის ბიუროს სხდომაც დაინიშნოს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

პირველ ცდაზე რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა, განმეორებით რეგისტრაციაზე კი — 139 დეპუტატი დაფიქსირდა, მესამე მცდელობაზე — 141. ცვლილებების მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა.

აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით "ქართლი ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system