თავში

ბოქსირებული განყოფილებიდან ვარ - გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა

ბოქსირებული განყოფილებიდან ვარ - გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა
ბოქსირებული განყოფილებიდან ვარ - გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პენიტენციური დაწერსებულება დატოვა. მან ჟურნალისტებს უკან დახევა სთხოვა და იხუმრა, რომ "ბოქსირებული განყოფილებიდან" გამოვიდა. 

უგულავამ პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი 100 წელი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იყო: ჯერ მე-9 დაწესებულება იყო, მერე გზაში მე-12 გახდა - დირექტორით დაწყებული, ექიმით და რიგითი ინსპექტორით დამთავრებული - ყველას მინდა მადლობა ვუთხრა" - განაცხადა გიგი უგულავამ. 

მან იმედი გამოთქვა, რომ საპატიმროს გიორგი რურუაც დატოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას მისი პარტია არ მიიღებს.

"ასევე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა მალე დატოვებს საპატიმროს. სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. პირობა ეგრეა- როცა კაცი სიტყვას დებ, ბოლომდე უნდა შეასრულო, არ არსებობს სანახევროდ შესრულებული სიტყვა. ნავსი უკვე გატყდა და შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ეს ასე იქნება," - აღნიშნა გიგი უგულავამ. 

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system