თავში

დავით უსუფაშვილი: ივანიშვილის მიზანია, დაგვღალოს, ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ

ივანიშვილის მიზანია, დაგვღალოს
დავით უსუფაშვილი:  ივანიშვილის მიზანია, დაგვღალოს, ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ

ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ივანიშვილი დამარცხდება, რადგან ოპოზიციას ექნება ძალიან მკაფიო და ეფექტური საკოორდინაციო გეგმა - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„დღეს მოხდა ივანიშვილის ამბოხი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც სრულიად ოპოზიციური სპექტრი, პარტიები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღემდე ერთ ოთახში არასდროს შეკრებილან, ყველა ერთადაა. მე არ ვიცი საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აქ არ იყო წარმოდგენილი და ყველა ერთ ძალიან მკაფიო პოზიციაზე ვართ, რომ ივანიშვილს ძალაუფლების უზურპაციის ეს მცდელობა არ გამოუვა. მისი მზაკვრული ჩანაფიქრის მეორე ნაწილია, არსებული სისტემით, მღელვარების ფონზე ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მთელი ოპოზიციის სადღაც ერთად მიდევნა და ალბათ, სახელმწიფო გადამტრიალებლებად ჩვენი გამოცხადება. ჩვენ ამას მკაფიოდ ვხედავთ და არ დავუშვებთ. ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ივანიშვილი დამარცხდება, იმიტომ, რომ ოპოზიციას ექნება ძალიან მკაფიო და ეფექტური საკოორდინაციო გეგმა. ჩაატარებს მაჟორიტარულ არჩევნებს? ყველა ოლქში ერთი კანდიდატი იქნება ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერილი. ამიტომ კარგად დაფიქრდეს, რა გზას დაადგა. მას კიდევ აქვს შანსი. პროპორციული არჩევნების მიღება ამ ქვეყანაში კიდევ შესაძლებელია. ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ივანიშვილის მიზანია დაგვღალოს, ემოციურად გაგვაბრაზოს ანუ ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ, მაგრამ სისულელეების ჩადენას არ ვაპირებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

პირველ ცდაზე რეგისტრაცია 138-მა დეპუტატმა გაიარა, განმეორებით რეგისტრაციაზე კი — 139 დეპუტატი დაფიქსირდა, მესამე მცდელობაზე — 141. ცვლილებების მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა.

აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system