თავში

"დღეს რაც იკადრეს გორში, საბჭოთა კავშირში მეტი კი არაფერი ხდებოდა" - მელია

"დღეს რაც იკადრეს გორში, საბჭოთა კავშირში მეტი კი არაფერი ხდებოდა" - მელია
დღეს რაც იკადრეს გორში, საბჭოთა კავშირში მეტი კი არაფერი ხდებოდა - მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა. 

ნიკა მელია გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

"დღეს დილით რაც იკადრა რეჟიმმა გორში, როდესაც სამარცხვინო მიზან-სცენა დაადგმევინეს გორის ჰოსპიტლის დირექტორს, საბჭოთა კავშირში მეტი კი არაფერი ხდებოდა. 37 წელს მეტი არაფერი კი არ ხდებოდა. მაგრამ როდესაც მედიის წარმომადგენლები მაინც არ მოეშვნენ ქალბატონს და კითხვა დაუსვეს, ქალბატონმა, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც იგივე გაიმეორა, რაც რამდენიმე საათით ადრე უთხრა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს. 

როდესაც მასზე ტერორს ახორციელებენ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ, რომელ მკურნალობაზეა საუბარი.

როგორც არასოდეს, მიხეილ სააკაშვილი ახლა საჭიროებს მკურნალობას. ვინმე თუ იყო სკეპტიკურად განწყობილი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მივმართეთ აქ 200-მა ადამიანმა უკიდურეს ფორმას პროტესტის ახლა კიდევ უფრო კარგად დარწმუნებოდა და გაიგებდა, იმიტომ რომ ამ რეჟიმთან უკიდურესი პროტესტით არის ბრძოლა აუცილებელი", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, დღეს ნიკა გვარამიამ მედიას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი გააცნო.

მოგვიანებით გოგორიშვილმა განაცხადა, რომ გვარამიამ ის შეცდომაში შეიყვანა და ჩვენებიდან გარკვეული ეპიზოდები საკუთარი ინტერპრეტაციით განავრცო. 

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის განცხადებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system