თავში

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს - კახა კალაძე

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს - კახა კალაძე
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერობის კანდიდატი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მადლობას უხდის, რადგან მისი თქმით, ვერავინ შეძლებდა ასეთი წარმატებით საკუთარი პარტიის განადგურებას.

როგორც კალაძე აცხადებს, სააკაშვილის განცხადება მხოლოდ მისი პარტიის ამომრჩევლის დაბნევას ემსახურებოდა. 

"მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, ვერავინ ასეთ მდგომარეობაში ვერ ჩააგდებდა თავის პარტიას წინასაარჩევნოდ, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ვერავინ ასე ვერ გააფუჭებდა საკუთარ პარტიას. დანარჩენს ვნახავთ ხვალ, ორ ოქტომბერს.

ეს ყველაფერი არის სისულელე, ეს ნაბიჯი იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეეყვნათ შეცდომაში, თითქოს მიშა არის ბათუმში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ნაბიჯით გააფარჩაკა საკუთარი პარტია და სამწუხაროდ ამ პარტიის კანდიდატიც " - განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სააკაშვილს საქართველოსსაზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system