თავში

ელჩი: პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესები საკუთარ შეხედულებებზე წინ დააყენა

ელჩი: პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესები საკუთარ შეხედულებებზე წინ დააყენა
ელჩი: პრეზიდენტმა ქვეყნის ინტერესები საკუთარ შეხედულებებზე წინ დააყენა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით პრეზიდენტმა დეპოლარიზაციისთვის გამბედავი გადაწყვეტილება მიიღო. 

ონლაინ კონფერენციაზე ელჩმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩაივლის.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა მიიღო ძალიან გაბედული და მძიმე გადაწყვეტილება,  საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზებისთვის. მისი განცხადებიდან ნათელი იყო, რომ ეს მისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა და ეს სწორედ ის არის, რაც ლიდერმა უნდა გააკეთოს. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება დაეხმარება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზებას და შექმნის მყარ საფუძველს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს არის ნამდვილი მიზანი, საქართველო დგამს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებისკენ მიმავალ გზაზე, რათა აჩვენოს მსოფლიოს, რომ მას შეუძლია ჩაატაროს სანდო, თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნები შემოდგომაზე,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციონერი ლიდერები, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system