თავში

"ეს არის პატარა დისკოთეკა" - რომან გოცირიძე პრეზიდენტის მიწვევაზე

"ეს არის პატარა დისკოთეკა" - რომან გოცირიძე პრეზიდენტის მიწვევაზე
ეს არის პატარა დისკოთეკა - რომან გოცირიძე პრეზიდენტის მიწვევაზე

ორბელიანების რეზიდენციაში საახალწლო მიღებას ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. მისი თქმით, ეს არ არის საქმიანი მიღება, სადაც საუბარი იქნება პოლარიზების დასრულებასთან დაკავშირებით.

"ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა. ჯერ რეალური, საქმიანი ფორმატი და შემდეგ საახალწლო ტაშ-ფანდური. შერიგება არის პროცესი, რომლის დაწყება შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე. კონსტიტუციური უფლება მას იმიტომ მიანიჭა ხალხმა, რომ გამოიყენოს მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს ყველაზე მეტად," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system