თავში

გახარია: შოთაძემ შეძლო მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება

გახარია: შოთაძემ შეძლო მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება
გახარია: შოთაძემ შეძლო მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება

ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება,- ეს განცხადება გიორგი გახარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან გააკეთა.

პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან. პარლამენტში მივიდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

ისინი, სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირველ წლიურ ანგარიშს დაესწრებიან.

სესიას ბოიკოტის რეჟიმის გამო, არ ესწრება ოპოზიცია, მათ შორის არც დამოუკიდებელი დეპუტატები.

წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატები, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს უყრიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system