თავში

გახარია: ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით არ ირჩევს

გახარია: ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით არ ირჩევს
გახარია: ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით არ ირჩევს

"საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინსიტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით," - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კორონავირუსი გლობალური გამოწვევა და საერთო პრობლემაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელს მსოფლიოში.

"ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ არცერთი წამით, კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ჩვენი ეფექტურობა ერთობლივი ბრძოლის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, ჩვენ ვალდებულები ვართ, მადლობა უნდა გადავუხადოთ ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, სანამ ამ გამოწვევას საბაოლოოდ არ დავამარცხებთ. მიუხედავად იმისა,რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს, ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ზეგავლენის მინიმიზაცია,"   - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში უკვე 4 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. პირველად ვირუსი საქართველოსმოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.

მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

გუშინ, კი, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

სართო ჯამში, დაკვირვების ქვეშ 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

საკარანტინო დაწესებულებაში რჩება 162 ადამიანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system