თავში

გერმანულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული ახალი კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა - PHOTO

გერმანულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული ახალი კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა - PHOTO
გერმანულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული ახალი კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა - PHOTO

"ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ და "ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძემ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებული, გერმანულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული ახალი კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირეს. 

"ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, შევიტანეთ პარლამენტში კანონპროექტი რომელიც გულისხმობს ეგრეთწოდებულ გერმანულ მოდელს, ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ზუსტად იმ რეფორმას, რომელზეც ვსაუბრობდით. მასში არის გათვალისწინებული გერმანული პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, რა პროპორციის ხმებსაც მიიღებს მოსახლეობისგან და რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე გულისხმობს მაჟორიტარულ ოლქებს. ინიციატორები არიან საპარლამენტო ფრაქციები როგორც "ევროპული საქართველო" ასევე "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო ამ პროექტის ავტორი არის 30 პოლიტიკური ძალა და მათი ლიდერები, ანუ ამაზე არის სრული კონსესუსი ოპოზიციაში"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.  

დარეგისტრირების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად ბიუროს წარედგინება. ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული პროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, მმართველი გუნდი კი აღნიშნულ ვარიანტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ოპოზიციამ გერმანულ მოდელზე დაყრდნობით ახალი კანონპროექტი მას შემდეგ შეიმუშავა, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ორი კანონპროექტი, როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მიერ ინიცირებული, ჩააგდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system