თავში

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა
გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

გიორგი მარგველაშვილს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

შეხვედრის ხანგრძლივობა დაახლოებით, 3 საათითაა განსაზღვრული.

ყოფილი პრეზიდენტების საუბრის თემა სავარაუდოდ, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკური მოვლენებს შეეხება. 

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილის მონახულების თხოვნით პენიტენციურ სამსახურს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიმართა. მან წერილში განმარტა, რომ სურს მიხეილ სააკაშვილთან განიხილოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიცირებული "შერიგების პროცესი".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მზადაა, მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

შერიგებასთან დაკავშირებით ცნობილია მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system