თავში

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის განახლების პროცესში ჩართვის ინიციატივით გამოდის. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

,,საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას დიალოგის გაგრძელებას სთავაზობს.  როგორც პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დიალოგსა და კონსესუსს ალტერნატივა არ გააჩნია. 

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მიერ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებზე უარი თქვეს. შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. დედაქალაქის ყოფილ მერს ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვისთვის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დასავლელმა პარტნიორებმა მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system