თავში

ირაკლი კობახიძის თქმით, წარსულში ინსპექტორის ფუნქციების გაერთიანება ერთ-ერთი ლიდერის ინტერესი იყო

ირაკლი კობახიძის თქმით, წარსულში ინსპექტორის ფუნქციების გაერთიანება ერთ-ერთი ლიდერის ინტერესი იყო
ირაკლი კობახიძის თქმით, წარსულში ინსპექტორის ფუნქციების გაერთიანება ერთ-ერთი ლიდერის ინტერესი იყო

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავის დროზე, მათი ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესის გამო არ გაიმიჯნა სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციები.  მან არ უპასუხა კითხვას, გულისხმობს თუ არა ლიდერში ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას. 

"საყოველთაო რეკომენდაცია იყო, რომ ეს სამსახური ორ ნაწილად ჩამოყალიბებულიყო და გამიჯნულიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები. თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო ასე არ მოხდა.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში, მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები, მაშინაც უმრავლესობა ემხრობოდა სწორად", - თქვა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ შეიტყო თოლორაიამ აღნიშნული ინიციატივის შესახებ მედიასაშუალებებიდან და აცნობა თუ არა მას უმრავლესობას კანონპროექტის შესახებ, კობახიძე პასუხობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შესახებ ლონდა თოლორაიას მას შემდეგ შეატყობინეს, რაც კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა. 

როგორც კობახიძე ამბობს, ერთ უწყებაში ორი განსხვავებული ფუნქციაა გაერთიანებული, რომელიც "საყოველთაო რეკომენდაციით" გამიჯნული უნდა იყოს.

"თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო ეს ასე არ მოხდა. ახლა არის დროს იმისათვის, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს. ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით, არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს, პირიქით, ემატება კონკრეტული ფუნქციები გამოძიების ნაწილში.

როდესაც მოხდა დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ საქმის კურსში სამსახურის ხელმძღვანელი, ეს გააკეთა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ დავაინიცირეთ. ", - ამბობს კობაძე.

სახელწიფო ინსპექტორმა, 25 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა საახალწლო სიურპრისი აღმოჩნდა. დღეს, 27 დეკემბერს კი მან ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახრუის გაყოფის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება. როგორც საგანგებო ბრიფინგზე თოლორაიამ განაცხადა, კანონპროექტის ინიცირება დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. ამასთან, აღნიშნული ფაქტი დაემთხვა მის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. პროექტის ავტორები საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.

ფაქტზე გუშინ, 26 დეკემბერს, პირველი განმარტება გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არ განიხილება და ინიციატივა აღნიშნული უწყება ორი სამსახურით ჩანაცვლდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system