თავში

ქაბულში საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება - მინისტრის მოადგილე

ქაბულში საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება - მინისტრის მოადგილე
ქაბულში საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება - მინისტრის მოადგილე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, ქაბულში, ამ დროისთვის, საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქაბულში არის საქართველოს 23 მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის აპარატი აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების იქ ყოფნასთან დაკავშირებით დღეს დილით მივიღეთ ინფორმაცია, თვითონ დაგვიკავშირდნენ, რომ იქ არიან და მყისიერად დავიწყეთ მუშაობა მათ ჩამოსაყვანად. უახლოეს პერიოდში იგეგმება საევაკუაციო რეისები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ და ამ რეისებით მოხდება მათი ჩამოყვანა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, სანამ უცხოელები არ დატოვებენ ქალაქსა და ქვეყანას. ჩვენი ყველა მოქალაქე ჯანმრთელად გრძნობს თავს, არავის არაფერი უჭირს ამ ეტაპზე. რა ვადებში მოხდება მათი დაბრუნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, მალე დავაბრუნებთ", - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ცნობისთვის, დაჯგუფება "თალიბანი" დღეს ავღანეთის დედაქალაქში შეიჭრა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თალიბანმა პრეზიდენტის სასახლე დაიკავა

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა მილიარდები დახარჯა ავღანეთის ძალების გადამზადებისთვის, რითაც მათ "თალიბანზე" უპირატესობა უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს დაჯგუფების წინსვლის შეჩერება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, იმ პირობებში, როცა დაჯგუფება "თალიბანი" ქაბულში შევიდა, აშშ-ის ინტერესებში არ შედის ავღანეთში დარჩენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system