თავში

"თალიბანმა" ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავა

"თალიბანმა" ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავა
თალიბანმა ქაბულში პრეზიდენტის სასახლე დაიკავა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თალიბანმა პრეზიდენტის სასახლე დაიკავა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა "ტელეგრამში" გაავრცელა. სურათებში ჩანს, რომ შენობა ხელუხლებელი და ცარიელია.

ცნობისთვის, დაჯგუფება "თალიბანი" დღეს ავღანეთის დედაქალაქში შეიჭრა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system