თავში

ავღანეთში დარჩენა აშშ-ის ინტერესებში არ შედის - ენტონი ბლინკენი

ავღანეთში დარჩენა აშშ-ის ინტერესებში არ შედის - ენტონი ბლინკენი
ავღანეთში დარჩენა აშშ-ის ინტერესებში არ შედის - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, იმ პირობებში, როცა დაჯგუფება "თალიბანი" ქაბულში შევიდა, აშშ-ის ინტერესებში არ შედის ავღანეთში დარჩენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა მილიარდები დახარჯა ავღანეთის ძალების გადამზადებისთვის, რითაც მათ "თალიბანზე" უპირატესობა უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს დაჯგუფების წინსვლის შეჩერება.

მისი თქმით, ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დაცვა ვერ შეძლო და ეს მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა.

ცნობისთვის, დაჯგუფება "თალიბანი" დღეს ავღანეთის დედაქალაქში შეიჭრა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system