თავში

"კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ" -მიხეილ სააკაშვილი

"კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ" -მიხეილ სააკაშვილი
კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ -მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო გადადების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი წერს, ის არჩევნების გადადების წინააღმდეგია.

"საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება!

გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება - ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში.

მე ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველანაირი გადადების, ამ რეფერენდუმის", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში".

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, უნდა დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის განცხადებას პოლიტიკოსთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

პოლიტიკოსთა ნაწილი, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციებს ელოდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system