თავში

კელი დეგნანი ლონდა თოლორაიას ხვდება

კელი დეგნანი ლონდა თოლორაიას ხვდება
კელი დეგნანი ლონდა თოლორაიას ხვდება

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას ხვდება.

კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისში იმყოფება. შეხვედრა 1 საათი გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. პროექტის ავტორები საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დღეს, 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახრუის გაყოფის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.

ცნობისთვის, სახელწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ 25 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა საახალწლო სიურპრისი აღმოჩნდა.

ფაქტზე განმარტება გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არ განიხილება და ინიციატივა აღნიშნული უწყება ორი სამსახურით ჩანაცვლდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system