თავში

მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული - ჰარცელი

მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული - ჰარცელი
მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული - ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის უფლებების დაცვა და პროცესების სამართლიანდ წარმართვა საკვანძო საკითხია. როგრც ჰარცელმა აღნიშნა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესეს ისეთ სანდო, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის მაგალითად სახალხო დამცველი. 

ევროკავშირმა განაცხადა, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება, საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა. ეს უფლებები მოიცავს გამჭვირვალე, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, ისევე, როგორც მისი პატივისა და ღირსების დაცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ყოფნის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მისი ეს უფლებები სრულად იყოა დაცული", - თქვა კარლ ჰარცელმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში, ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილმა №18 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაყვანის კადრები გაასაჯაროვა.

უწყების ცნობით, სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.

გვიან ღამით, სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის წერილი გაასაჯაროვა, სადაც სააკაშვილი ცხადებს, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერტი შეურაცხყოფა მიარენეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ გაურკვეველი ინექციის გაკეთება სცადეს.

სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისთვის სათანადო პირობები არ არსებობს. ბექა ბასილაია ამბობს, რომ არსებობს სააკაშვილზე თავდასხმის საშიშროებაც.

დღეს, 9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსხურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი მე-40 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system