თავში

ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს შეხვდება
ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. 

ნიკა მელიას თქმით, შეხვედრა მომავალ კვირას შედგება.

"როგორც ხატიამ გადმომცა, მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრა ჩემსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის. დაგვიძახებს და მე, ჩემი პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად, სიამოვნებით მივალ. ძალიან მალე გამოჩნდება ის, თუ სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი. მაგრამ ეს არის პარალელური პროცესი. მაგრამ შიმშილობა არ ითმენს. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების გადაწყვეტილება პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან გაშლილ კარვებში პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა უკვე დაიწყეს.

ისინი პროტესტის ამ ფორმით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ნიკა მელიას თქმით, მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

მისივე თქმით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system