თავში

გიგა ბოკერია: ბიძინა ივანიშვილი წააგებს ძალიან მწარედ

გიგა ბოკერია: ბიძინა ივანიშვილი წააგებს ძალიან მწარედ
გიგა ბოკერია: ბიძინა ივანიშვილი წააგებს ძალიან მწარედ

,,ეს კაცი წააგებს ძალიან მწარედ", - ასე შეაფასა უმრავლესობის სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ივანიშვილს ძალაუფლების დათმობა არ უნდა და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს. 

,,მან აირჩია გზა, როცა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძალაუფლების დათმობა არ უნდათ. მე ფსიქოანალიტიკოსი არ გახლავართ, რომ ზუსტი დიაგნოზი დავუსვა ივანიშვილს. მთავარი აქ არის გაგრძელება პროტესტის, სანამ ამ ხალხს არ გავტეხთ. ეს სჭირდება საქართველოს. დღევანდელი 19:00 საათზე დაგეგმილი აქცია არ არის პროტესტი რომელიმე პარტიის, ეს არის ქართული საზოგადოების პროტესტი, რომელიც არ შეეგუება იმას, რომ ივანიშვილი ექცეოდეს ისე, როგორც ექცევა ამ პოლიტიკურ კლოუნებს", -განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, რომ ,,ქართულ ოცნებაში" დღეს სხდომა გაიმართა. უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გაახმოვანა. 

გადაწყვეტილების მიხედვით, კი 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით. 

გარდა ამისა, ,,ოცნებაში" აცხადებენ, რომ საკუთარ კანდიდატებს არ დააყენებენ იქ, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვებს ექნებათ გამარჯვების შანსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system