თავში

"ოფისში, სითბოში რომ იშიმშილონ?" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"ოფისში, სითბოში რომ იშიმშილონ?" - ვახტანგ მეგრელიშვილი
ოფისში, სითბოში რომ იშიმშილონ? - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რატომ არის საჭირო ამ სიცივეში მოშიმშილეების კარვებში მოთავსება უზარმაზარი ოფისის ეზოში?!

ოფისში, სითბოში რომ იშიმშილონ? თუ ოფისი უკვე სავსეა მოშიმშილეებით?

არ მესმის და ჩემი ბრალია?",  – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს.

გადაწყვეტილება პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

მისივე თქმით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

პარტიის წევრები და მხარდამჭერები შიმშილობას კარვებში დაიწყებენ. 

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system