თავში

პრეზიდენტი: აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ

პრეზიდენტი: აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ
პრეზიდენტი: აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ

თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, საქართველოს აქვს ჯერაც გამოუყენებელი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ ევროკავშირსა და ნატო-ში წვლილი უნდა შეიტანოს არა მხოლოდ არსებულ პროგრამებში მონაწილეობით, არამედ ინიციატივებისა და ახალი იდეების წარდგენით.

მისივე თქმით, ასეთი საკითხებია: კიბერუსაფრთხოება, უსაფრთხო შავი ზღვა და მისი ცენტრალურ საკომუნიკაციო არეალად გადაქცევა.

,,გაწევრიანებასთან ერთად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, დღეს ნატოსა და ევროკავშირში უფრო აქტიურ მოთამაშედ ვიქცეთ. თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, გამოწვევებთან გამკლავებასაც შევძლებთ. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ამ ნაბიჯების მიღმა უნდა მოვემზადოთ უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის. აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად აღარ ჩანს - პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში; პერსპექტივა, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ, ანუ - კეთილდღეობისკენ. გზას საკუთარი ენისა და კულტურის გადარჩენისკენ, თვითმყოფადობის გამყარებისკენ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს კითხვებს არ დაუსვამს. "ევროპული საქართველო" კი ბოიკოტის ნიშნად, პრეზიდენტის ანგარიშს არ უსმენს.

პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებენ ,,დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებიც.

შეგახსენებთ, ეს, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, პრეზიდენტის რანგში, სალომე ზურაბიშვილის მეორე წლიური ანგარიში იქნება, მან პარლამენტს პირველი ანგარიში 2019 წლის 6 მარტს წარუდგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system