თავში

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

"ამდენად, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინკიკაში გადაყვანის შემთხვევაში.

მივესალმები ასევე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ.

დღევენდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს" - აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

ცნობილია მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც - ის გორის ჰოსპიტალში გადასვლას არ ეწინააღმდეგება, თუმცა აქვს გარკვეული პირობა და მისი საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system