თავში

"სააკაშვილმა დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა" - განცხადება

"სააკაშვილმა დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა" - განცხადება
სააკაშვილმა დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა - განცხადება

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მაშინ როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მიხეილ სააკაშვილმა დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა და შეურაცხყოფა მიაყენა ციხის თანამშრომლებს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

"მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ.

გაუარესებული ანალიზების გამო, კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი 39 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system