თავში

"საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება" - სერგო ჩიხლაძე

"საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება" - სერგო ჩიხლაძე
საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ.

მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისია შეიქმნას 5 ივლისის მოვლენებსა და კორუფციულ საქმეებზე.

"საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ოპოზიციის ხელში. ჩვენს ფრაქციას მანამდეც ჰქონდა ინიციატივა, მაგალითად, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, "ლელოს" ჰქონდა ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის სურვილი, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან ოპოზიცია სრულად არ იყო წარმოდგენილი პარლამენტში. ახლა კარგია, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ჩვენგან საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარდაჭერა ექნება. მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიების შექმნა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენების შესწავლა, ასევე 5 ივლისთან, სხვადასხვა კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით, არ გამოვრიცხავ სხვა კომისიების შექმნასაც და ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან დიალოგი," - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. სააკაშვილი მზად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ამ კომისიის სხდომას თავადაც დაესწროს და დეტალურად ისაუბროს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით,პარტია საპარლამენტო ბოიკოტს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system