თავში

"სასწრაფოს მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს" - ომბუდსმენის წარმომადგენელი

ით გადმოიყვანეს" - ომბუდსმენის წარმომადგენელი
სასწრაფოს მანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს - ომბუდსმენის წარმომადგენელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში, ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. 

მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული.

"ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა გადმოსვლა მე-18 დაწესებულებაში და ის გადმოიყვანეს მანქანიდან ძალის გამოყენებით", - განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილმა №18 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავდათ.

გაუარესებული ანალიზების გამო, კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი 39 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system