თავში

შემაშფოთა ჩვენს ოფისთან დაპირისპირების შედეგად შექმნილმა სიტუაციამ - კარლ ჰარცელი

შემაშფოთა ჩვენს ოფისთან დაპირისპირების შედეგად შექმნილმა სიტუაციამ - კარლ ჰარცელი
შემაშფოთა ჩვენს ოფისთან დაპირისპირების შედეგად შექმნილმა სიტუაციამ - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი გუშინ ევროკავშირის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

დიპლომატი ამბობს, რომ აღნიშნულმა დაპირისპირებამ შეაშფოთა, თუმცა ამავე დროს მიესალმება ერთ-ერთ ლიდერის მხრიდან ბოდიშის მოხდას. 

„გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე. ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან. ნება მომეცით გავიმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება.

არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.

ცნობისთვის, გუშინ, 23 სექტემბერს, ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ევროკავშირის თბილისი ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

 იმავე დღეს კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას მის მიერ წარმოთქმული სიტყვებისთვის ბოდიში მოუხადა.

დღეს თქვა, რომ ნიკა მელია გინებას იმსხურებდა საკადრისი პასუხიც მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system