თავში

უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივები დაჩქარებული წესით განიხილება

უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივები დაჩქარებული წესით განიხილება
უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივები დაჩქარებული წესით განიხილება

პარლამენტის ბიურომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის, ასევე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა.

აღნიშნულ კანონის პროექტებს პარლამენტი 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით განიხილავს და მიიღებს.

მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება ოპოზიციის პროტესტის საგანი გახდა. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, როცა ყველა ახალი წლისათვის ემზადება, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების დაჩქარებულად მიღება დამაზიანებელია. 

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. პროექტის ავტორებმა საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დღეს, 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახრუის გაყოფის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.

ცნობისთვის, სახელწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ 25 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა საახალწლო სიურპრისი აღმოჩნდა.

ფაქტზე განმარტება გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არ განიხილება და ინიციატივა აღნიშნული უწყება ორი სამსახურით ჩანაცვლდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system