თავში

ვგმობთ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას - ირაკლი ღარიბაშვილი

ვგმობთ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას - ირაკლი ღარიბაშვილი
ვგმობთ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას - ირაკლი ღარიბაშვილი

ვგმობთ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"საქართველო მტკიცედ გმობს ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. სამძიმარს ვუცხადებთ ავღანელ და ამერიკელ ხალხს და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. საქართველო ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას გააგრძელებს", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა.

26 აგვისტოს ტერაქტის შედეგად აშშ-ის არმიის 13 ჯარისკაცი დაიღუპა, რომლებიც მოქალაქეებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ.

ქაბულში ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების სერიის შემდეგ უცხოელებისა და ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაცია განახლდა.

ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტთან სამი აფეთქება მოხდა.

26 აგვისტოს, დილით, ავსტრალიამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტს ერიდონ, რადგან იქ ტერაქტის საფრთხე არსებობს.

რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა.

ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system