თავში

ანიტას ოპერაცია დასრულდა

ანიტას ოპერაცია დასრულდა
ანიტას ოპერაცია დასრულდა

2 წლის ანიტას ფაცაციას ოპერაცია დასრულდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ოჯახის სახელით ვრცელდება. მათივე ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე საათი კრიტიკული იქნება. 

ანიტელებო ეკმოს აპარატი უკვე დაყენებულია! 

განსაკუთრებულად კრიტიკული იქნება შემდეგი 4-6 საათი.
ეს დრო აჩვენებს რამდენად შეითვისებს აპარატს ორგანიზმი და როგორ აამუშავებს ბავშვის ორგანოებს.
კიდევ ერთხელ, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა, განსაკუთრებით გთხოვთ ნუ მიწერთ ანიტას მშობლებს პირად შეტყობინებებს, რადგან არც ფიზიკურად და არც მორალურად პასუხის გაცემის საშუალება არ აქვთ! - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ანიტასთვის ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს, რადგან ექიმებმა გულის გაჩერება დააფიქსირეს. აპარატმა, რომელიც პაციენტს ჩაუდგეს გულის მუშაობა 3-4 კვირით უნდა გააუმჯობესოს. 

ანიტას მდგომარეობა ორი დღის წინ დამძიმდა. მას პნევმონია განუვითარდა. პაციენტი რენიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა სამკურნალოდ ავსტრიიდან ინდოეთში ჩაფრინდა. პაციენტი ქვეყანაში სპეციალური რეანო-თვითმფრინავით ჩაიყვანეს. ანიტა ქალაქ ჩენაის კლინიკაში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს.

ანიტას თვითმფრინავის გადაადგილებას ინტერნეტში ასეულობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

2 წლის ანიტა ფაცაცია, დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძვის. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება, რაც სხვადასხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანიტა სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა გულის გადანერგივს ოპერაცია ადგილზე ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოპერაციაზე თანხმობა მხოლოდ ინდოეთმა განაცხადა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე ელოდება დონორის გამოჩენას.

პროცესში ჩართულია საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილი. 17 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენციაზე თქვა, რომ 2 წლის ანიტა ფაცაციას მიღებაზე ინდოეთში მდებარე კლინიკამ თანხმობა განაცხადა. მინისტრმა საქართველოს ელჩს ინდოეთში ტრიბუნიდან საჯაროდ მოუწოდა, არ დარჩენილიყო აღნიშნულ კონფერენციაზე და დაუყონებლივ გამგზავრებულიყო ინდოეთში, რათა 2 წლის პაციენტის საკითხი პირად კონტროლზე აეყვანა.

ანიტას მკურნალობას ინდოელი ბიზნესმენი აფინანსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system